დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა დევიდ კემერონმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, ლონდონის “ჩელსის” რუს მფლობელ რომან აბრამოვიჩს საბანკო ანგარიშები გაუყინონ.
The Telegraph-ის ცნობით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მას ყირიმის სიტუაციასთან კავშირი დაუდგინდება. კემერონის თქმით, ყველა, ვისაც კი უკრაინის დესტაბილიზაციასთან რაიმე სახით შეხება ჰქონდა, სანქციებს ვერ გაექცევა და აეკრძალება ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრება. ამავდროულად, ასეთ ადამიანებს გაეყინებათ აქტივები.
“არ გამოვრიცხავთ, რომ მსგავსი ქმედება ნებისმიერი ადამიანის მიმართ იქნეს გამოყენებული. თუმცა, ხაზგასმით უნდა ავღნიშნო, რომ დაისჯებიან მხოლოდ ის ადამიანები, რომელთაც უკრაინის მოვლენებთან პირდაპირი კავშირი ჰქონდათ. უწინარესად, ესენი რუსეთის პარლამენტის წევრები არიან. მათ ხმა მისცეს უკანონო რეფერენდუმს, რომლის შედეგაცად რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. მსგავსი ქმედებები განხორციელდება სამხედრო მრჩეველების და პრეზიდენტის მრჩეველების მიმართ” - განაცხადა კემერონმა.