ფეხბურთი

21:04 | 4.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ყენიას გუნდი შერცხვა, "ინტერმა" აზერბაიჯანში წაგებით დაიწყო

გერმანიის თასის პირველივე წრიდან გავარდა ლევან ყენიას "ფორტუნა", რომელმაც რეგიონალლიგის წარმომადგენელ "ვიედენბრუკთან" სტუმრად 0:1 წააგო. ყენიამ მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ გოლი ბოლო წუთზე გავიდა: "ფორტუნას" მცველმა ლეველსმა საკუთარ საჯარიმოში ფოკუსი ჩაატარა - მეკარეს ცუდად დაუბრუნა ბურთი და ერთი--ერთზე გასულ მასპინძელთა თავდამსხმელი წააქცია, რისთვისაც გააძევეს, ამასთან პენალტი დაინიშნა და რეგიონალლიგის გუნდმა ეს შანსი გამოიყენა.

ისე, სხვა სენსაციებიც მოხდა, თანაც, უფრო ხმაურიანი: თასიდან გავარდნენ "ვერდერი" და "გლადბახი"...

გაჭირვებით, მაგრამ შემდეგ ეტაპზე მაინც გავიდა ბერლინის "ჰერტა", რომელსაც "ნიუმუნსტერთან" მოსაგებად დამატებითი დრო დასჭირდა. ძირითადი დრო 2:2 დასრულდა და დამატებითში, 120-ე წუთზე გაიტანეს ბერლინელებმა გადამწყვეტი ბურთი. კობიაშვილი განაცხადში არ გახლდათ: მწვრთნელმა დაასვენა.    

გიორგი ფეიქრიშვილმა ყაზახეთში გაიტანა: მისმა "ატირაუმ" შინ 3:1 სძლია "თარაზს" და მეშვიდე ადგილზეა. ფეიქრიშვილმა 90-ე წუთზე პენალტით შეაგდო.

აზერბაიჯანის ჩემპიონატის პირველ ტურში კახა ცხადაძის "ინტერმა" შინ 1:2 წააგო "ყარაბახთან". ქართველებს გოლი არ გაუტანიათ, ისე კი, "ინტერში" ითამაშეს ლაშა სალუქვაძემ, ალექსანდრე იაშვილმა და ბაჩანა ცხადაძემ, ხოლო "ყარაბაღიდან" - ნიკა გელაშვილმა. "ინტერის" მეკარე გიორგი ლომაია მინდორზე არ გახლდათ.

 

0.138659