ლევან ყენიამ, რომელსაც ბოლო დღეებში მიკროტრავმა ჰქონდა, დიუსელდორფის “ფორტუნას” დუბლებში ითამაშა. მისმა გუნდმა ესენის “როტ ვაისთან” 0:5 წააგო, ქართველმა ნახევარმცველმა კი 82 წუთი გაატარა მინდორზე.
“ფორტუნას” ძირითადი გუნდის მწვრთნელმა კოსტნერმა განაცხადა, რომ ტრავმების გამო, ყენია ჯერ ბოლომდე არაა მზად და ამიტომაც ერიდება მასზე დაყრდნობას.