ჩოგბურთი

14:55 | 14.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ყაზახეთში ისევ სამი ქართველი იბრძოლებს

ქართველი ჩოგბურთელები ალექსანდრე მეტრეველი, გიორგი ჯავახიშვილი და გიორგი ცივაძე ისევ ყაზახეთში რჩებიან და მიმდინარე კვირაშიც შიმკენტის 10-ათასიან ტურნირში ითამაშებენ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას შიმკენტში ყველას მეტრეველმა აჯობა, რომელიც ამჯერადაც ძირითად ბადეშია დაშვებული და პირველ წრეში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – კუატბეკ აბიევს (ყაზახეთი) ეთამაშება.

კვალიფიკაციის გავლა მოუხდათ ჯავახიშვილს და ცივაძეს. მე-2 ნომრად განთესილმა ჯავახიშვილმა ადილ ელტაევი (ყაზახეთი) 6:0, 6:1 დაამარცხა, ხოლო ცივაძემ ბოგდან ვალიევს (ყაზახეთი) 6:2, 6:2 სძლია.

ძირითად ბადეში ჯავახიშვილი მე-6 რეიტინგის მქონე ბელარუს იარასლაუ შილას ეთამაშება, ხოლო ცივაძის მეტოქე რუსი რონალდ სლობოდჩიკოვი იქნება.

წყვილთა ტურნირში მეტრეველი და ყაზახი დენის იევსეევი მე-3 ნომრად მიჩნეულ ესტონურ-რუსულ დუეტთან (ივანოვი-ნედელკო) 7:6 (7:4), 1:6, 3:10 დამარცხდნენ, ჯავახიშვილი და ცივაძე კი მე-2 რეიტინგის მქონე რუსულ ტანდემს (დმიტრიევი-პლოტნი) ვერ გაუმკლავდნენ – 7:6 (7:5), 6:7 (6:8), 5:10.

აქვე პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგიც, სადაც 5 ქართველია: 310 (313). ნიკოლოზ ბასილაშვილი – 145 ქულა; 844 (864). ალექსანდრე მეტრეველი – 19; 1256 (1345). გიორგი ჯავახიშვილი – 5; 1483 (1480). გიორგი ცივაძე – 3; 2133 (2121). მიხეილ ხმიადაშვილი – 1;

ისიც ვთქვათ, რომ მომავალი კვირის კლასიფიკაციაში მეტრეველი შიმკენტის ტურნირის მოგებისთვის კუთვნილ 18 ქულას შეიმატებს და საგრძნობი წინსვლა ელის.

0.117537