ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 21 წლამდე ფეხბურთელებს შორის ყაზახეთი-ბელარუსის მატჩს, ქართველ არბიტრთა ბრიგადა განსჯის.
შეხვედრის მთავარი მსაჯი ლაშა სილაგავა იქნება, რომელსაც ზაზა მენთეშაშვილი და ბესიკ ჭიჭინაძე დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯად დავით ხარიტონაშვილია გამწესებული.
მომავალი დაპირისპირება ყაზახეთში 10 ოქტომბერს შედგება.
ხატია ჯიჯეიშვილის ფოტო