საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი თემურ ყაზარაშვილი პრეზიდენტ ლუკა კურტანიძისგან პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. ყაზარაშვილის თქმით, მას კურტანიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ეს ფალავანთა კლუბის ფოიეში, ვარჯიშზე მისული ბავშვების თვალწინ მოხდა.
როგორც ყაზარაშვილმა “მსოფლიო სპორტს” უთხრა, თავად სამართალდამცავებისთვის არ მიუმართავს, მომხდარით ისინი მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ყაზარაშვილმა რესპუბლიკურ საავადმყოფოს მიმართა.
გუშინ საღამოს, ფალავანთა კლუბში, კურტანიძის კაბინეტში ინცინდენტი მოხდა. როგორც თემურ ყაზარაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს განუცხადა, ფედერაციის პრეზიდენტმა შეიტყო რა, რომ მას თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების გათავისუფლების ბრძანებაზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი, სცემა იგი.
ოთარ მაღლაკელიძე