ძიუდო

18:27 | 9.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ყაზანური წარუმატებლობა გრძელდება

მსოფლიოს XXVII საზაფხულო უნივერსიადაზე ძალები კიდევ ორმა ქართველმა ძიუდოისტმა მოსინჯა და წარმატებას ვერცერთმა მიაღწია. ვანიკო თოთლაძემ (66 კგ.) პირველ წრეში მონღოლ დოვდონთან წააგო, ხოლო ფრიდონ გიგანი (73 კგ.) ასევე მონღოლ დავაასურენთან დამარცხდა.

დღესვე, ყაზანში, ქამრით ჭიდაობაში ოთხმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა, თუმცა, რუდოლფ ოგანეზოვი (90 კგ.), იაკობ გაზდელიანი (70 კგ.), გიორგი კობერიძე (100 კგ.) და გიორგი დათუნაშვილი (80 კგ.) შეჯიბრს პირველივე რაუნდში გამოეთიშნენ.

0.132891