თამაშგარე

22:38 | 22.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ყატარი თუ ავსტრალია? – “ფიფას” თავსატეხი

მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც 2022 წელს უნდა ჩატარდეს, მსოფლიო საფეხბურთო ორგანიზაცია “ფიფა” მასპინძელ ქვეყანას “ეძებს”. ერთ-ერთ სასურველ კანდიდატად, კუნძული-ქვეყანა ავსტრალია სახელდება. მას ამ ტიტულში, აზიელი – ყატარი ეცილება და ყველანაირად ცდილობს სასურველი ხმების თავისკენ გადაბირებას.

გაზეთმა “სანდი თაიმსმა” სულ ახლახანს გვამცნო, რომ “ფიფას” ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ბინ ჰამამმა ქრთამი დაარიგა 5 მილიონის სახით, რათა ყატარს ხმების საკმარისი რაოდენობა მიეღო. ეს, რა თქმა უნდა, კანონის უკიდურესი დარღვევაა და თუ მუნდიალის მასპინძლობა ყატარს ამის გამო ოფიციალურად ჩამოერთმევა, ავსტრალიას დარჩება სამსაპინძლო “ბურთი და მოედანი”.

0.115043