თამაშგარე

13:19 | 19.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ყატარი და ალკოჰოლი

 

მიუხედავად იმისა, რომ ყატარში დაგეგმილ მსოფლიოს 2022 წლის საფეხბურთო ჩემპიონატამდე საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი, უკვე აქტიურად დაიწყო ჩემპიონატთან დაკავშირებულ მთელს რიგ პრობლემატურ საკითხებზე მსჯელობა და გამოსავლის გზების ძიება.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს და მათ შორის სტადიონებზეც, ალკოჰოლური სასმელების გაყიდვისა და მოხმარების ამბავი. როგორც იცით, ყატარი მუსლიმანური ქვეყანაა და შესაბამისად, ამ ქვეყანაში ალკოჰოლის გაყიდვა და მოხმარება მკაცრად იზღუდება.

წარმოგიდგენიათ გამარჯვებით გახარებული გერმანელი ან ინგლისელი ქომაგი ლუდისა და ვისკის ჩარახრახების გარეშე? როგორც ჩანს, ყატარის მთავრობას მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს ალკოჰოლზე კანონის გარკვეულწილად ლიბერალიზაცია ნამდვილად მოუწევს, თორემ იქ ამბავი ატყდება – მტერს და ავს...

 

0.118735