ფეხბურთი

18:39 | 19.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ყარაგანდის “შახტიორმა” ცხვარი დაკლა

უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩამდე, ყაზახეთის ყარაგანდის “შახტიორმა” წარმატებისთვის მსხვერპლი შეწირა. კერძოდ, კლუბის აღმასრულებელი დირექტორის, ერდენ ხალილინის თქმით, ყარაგანდელებმა ცხვარი დაკლეს.

“ჩვენ გვაქვს საკლუბო ტრადიცია, რომ მნიშვნელოვანი მატჩების დროს მსხვერპლს ვწირავთ – ცხვარს ვკლავთ. რაც შეეხება პრემიალურ თანხებს, გადავწყვიტეთ ფეხბურთელებისთვის ციფრებით თავი არ გამოგვეტენა. ალაჰმა ქნას, რომ “სელტიკი” გავიაროთ და თითოეული ფეხბურთელი ღირსეულ ბონუსს მიიღებს”.

სხვათა შორის, წარმატების მისაღწევად ცხვრის დაკვლა არც საქართველოშია უცხო ხილი. კერძოდ, თბილისის “დინამოში” ოთარ კორღალიძის მუშაობის პერიოდში, გუნდს წარუმატებელი პერიოდი ჰქონდა და ყისმათის დასაბრუნებლად “დინამოელებმა” ცხვარი დაკლეს.

0.119568