უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში პირველი სენსაცია გამოცხვა. ყარაგანდის “შახტიორმა” ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში შოტლანდიის გლაზგოს “სელტიკი” 2:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოსახვედრად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.
მატჩის მე-12 წუთზე ანგარიში ანდრე ფინონჩენკომ გახსნა, ხოლო 77-ე წუთზე წერტილი სერგეი ხიჟნიჩენკომ დასვა. ამ უკანასკნელმა, 14 აგვისტოს ყაზახეთის ნაკრების შემადგენლობაში საქართველოსთან მოგებულ (1:0) ამხანაგურ მატჩშიც გაიტანა.
აქვე გეტყვით, რომ ყარაგანდელებს როგორც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის მონაწილეებს ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში გარანტირებული აქვთ, ხოლო ახლა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვედრის რეალური შანსიც გაუჩნდათ.
სხვათა შორის, თავის დროზე, ყარაგანდულ გუნდს რევაზ ძოძუაშვილი წვრთნიდა, ხოლო მის რიგებში უმცროს ვიტალი დარასელიას. ლევან მელქაძეს, გიორგი გაბიდაურსა და ლაშა ნოზაძეს უთამაშიათ.