ფეხბურთი

15:24 | 17.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ყარაბახი” ჯაბა დვალს შეელია

აზერბაიჯანის ჩემპიონმა აგდამის “ყარაბახმა” ჯაბა დვალთან თანამშრომლობა არ ისურვა. თბილისის “დინამოდან” საიჯარო ხელშეკრულება, რომელიც სეზონის ბოლომდე იყო გათვალისწინებული, აღარ გაგრძელდა. ჯერჯერობით უცნობია, დვალი ისევ “დინამოში” იქნება თუ სხვა კლუბს მიაშურებს.

საქართველოს ჩემპიონატის ბოლო წლებში უდავოდ გამორჩეულმა ფორვარდმა აზერბაიჯანში თავი ვერაფრით გამოიჩინა: თამაში არ უწევდა. მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა (გოლის გარეშე) და ჯამში 197 წუთი გაატარა მინდორზე.

0.117289