გასულ სეზონში აზერბაიჯანის საფეხბურთო ჩემპიონატის მომგებმა აგდამის “ყარაბაღმა” ნიკა გელაშვილი “ზესტაფონში” არ გაუშვა.
აზერბაიჯანული ინტერნეტპორტალის azerifootball.com-ის ინფორმაციით, “ზესტაფონს” გელაშვილის იჯარით აყვანა სურდა, მაგრამ გუნდის მთავარი მწვრთნელი გურბან გურბანოვი ქართველ ფორვარდს არ შეელია.
28 წლის გელაშვილი “ყარაბაღში” შარშან გერმანიის მეორე ბუნდესლიგის “ბოხუმიდან” გადავიდა და 26 მატჩში 5 გოლი გაიტანა.