აზერბაჯანის საფეხბურთო პრემიერლიგაში მოასპარეზე აგდამის “ყარაბაღი” სეზონის დასრულების შემდეგ, ჯაბა დვალს დაემშვიდობება.
ინტერნეტპორტალ azerifootball.com-ის ინფორმაციით, გუნდის მთავარი მწვრთნელი გურბან გურბანოვი უკმაყოფილოა ქართველი თავდამსხმელით, რომელმაც “ყარაბაღში” 5 მატჩი ჩაატარა და ჯერ გოლი არ გაუტანია. დვალმა სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ორჯერ ითამაშა. 29 წლის თავდამსხმელი თბილისის “დინამომ” აგდამურ კლუბში სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა და აზერბაიჯანელები მის დატოვებას აღარ აპირებენ.
დვალის გარდა “ყარაბაღში” კიდევ ერთი ქართველი ფორვარდი ნიკოლოზ გელაშვილი გამოდის, რომლის გუნდში დარჩენა-არდარჩენის საკითხი სეზონის ბოლოს გაირკვევა.