კალათბურთი

18:51 | 10.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხვალიდან კალათბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ეყოლება

11 დეკემბერს, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ეყოლება, რომელიც ქართულ კალათბურთს 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

12-წლიანი მმართველობის შემდეგ, აღნიშნული ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა, ზედიზედ მეოთხე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. პრეზიდენტის ვაკანტურ თანამდებობაზე პრეტენზიას ოთხი ვეტერანი კალათბურთელი – მიხეილ ახვლედიანი, ვლადიმერ ბოისა, მიხეილ გაბრიჩიძე და კახა შენგელია აცხადებს. პრეტენდენტთაგან თითქმის ერთ აზრზე დგანან ბოისა, გაბრიჩიძე და შენგელია.

პრეზიდენტობის კანდიდატებიდან განსხვავებული პოზიცია მხოლოდ ახვლედიანს აქვს, რომელიც კატეგორიულარ არ ეთანხმება საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის 2013 წლის 15 ნოემბრის სხდომის დადგენილებას, რომლის მიხედვითაც ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები.

ამ დროისთვის პრეზიდენტობის კანდიდატებსა და არჩევნებში მონაწილე დელეგატებს, არჩევნების ბოიკოტის სურვილი არ გამოუხატავთ. თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ამას მომავალში შევიტყობთ.

არჩევნები 12 საათზე დაიწყება.

0.115354