კალათბურთი

23:02 | 13.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხუთქულიანი მარცხი ბოსნიელებთან

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა 2013 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ციკლში მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ეროვნულ გუნდთან 63:68 (15:19, 15:19, 19:10, 14:20) დამარცხდა.

ცნობისთვის, აღნიშნული შეხვედრა სლოვენიის ქალაქ ცელიეს “ტრიგლავ არენაზე” შედგა ანუ იმ სარბიელზე, სადაც იგორ კოკოშკოვის შეგირდებს უშუალოდ ევრობასკეტის მატჩების ჩატარება მოუწევთ.

ბოსნიელებთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მაისური პირველად მოირგო ნატურალიზებულმა ამერიკელმა უკანახაზელმა რიკი ჰიკმანმა, რომელმაც 10 ქულა მოაგროვა, საუკეთესო კი გიორგი ცინცაძე იყო 17 ქულით.

მეტოქის მხრიდან გამორჩეული კვლავაც მირზა ტელეტოვიჩი გახლდათ, რომელმაც ქართველები ამჯერადაც გაამწარა და 5 სამქულიანის ჩაგდება მოახერხა. საინტერესოა, რომ მატჩის ბოლო წუთის სტარტზე ბოსნიელები მხოლოდ 1 ქულის სხვაობით (61:60) იგებდნენ, თუმცა, ტელეტოვიჩმა 9 მეტრიდან (!) "გაისროლა" და საკუთარი გუნდის გამარჯვებას საფუძველი ჩაუყარა.

14 აგვისტოს, საქართველოს ნაკრები ბოსნია-ჰერეცგოვინას კიდევ ერთხელ, ამჯერად იესენიცეში დაუპირისპირდება. ცნობისთვის, ამ ქალაქში ევროპის ჩემპიონატის შეხვედრების გამართვა უკვე ბოსნიელებს მოუწევთ.

 

საქართველო – ბოსნია-ჰერცეგოვინა 63:68 (15:19, 15:19, 19:10, 14:20)

საქართველო: ბოისა, ცინცაძე (17), შერმადინი (7), ჰიკმანი (10), მარკოიშვილი (9), ფაცაცია (5), სანიკიძე (8), მეტრეველი, ცქიტიშვილი (5), ბურჯანაძე (2), ლეჟავა, ფხაკაძე.

0.11669