ფეხბურთი

18:32 | 1.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხურცილავა და კაკაბაძე თბილისში დაბრუნდნენ

ანთალიაში შეკრებაზე მყოფი თბილისის “დინამოს” ფეხბურთელთა შემადგენლობა შეიცვალა.

“დინამოს” პრესსამსახურის ინფორმაციით, თურქეთიდან საქართველოში ოთარ კაკაბაძე და დავით ხურცილავა დაბრუნდნენ, რომლებიც პოლონურ “პოდბესკიძიესთან” მატჩში დაშავდნენ. ორვე ფეხბურთელი ამპლუით მარჯვენა მცველია. ისინი თბილისში იმკურნალებენ.

მათ მაგივრად, “დინამოს” თურქეთში “დინამო 2”-ის ფეხბურთელები 21 წლის ვაკო ბაჩიაშვილი და 19 წლის სანდრო გურეშიძე შეურთდნენ. ორივე მცველია.

ფოტო fcdinamo.ge

0.125601