საქართველოს მრავალგზის ჩემპიონ ნინო ხურციძის (2452) აბსოლუტური (ვაჟთა და ქალთა შორის) გამარჯვებით დასრულდა საქართველოს თასის გათამაშება.
9-დან 7 ქულით I-II ადგილები ნინო ხურციძემ და შოთა აზალაძემ (2482) გაინაწილეს, ბუჰგოლცის სისტემამ კი პირველობა და პირველი პრიზი, 2000 ლარი ხურციძეს მიაკუთვნა.
III-V ადგილები გაიყვეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განლაგდნენ: 3. ზურაბ ჯავახაძე (2451) – 6.5 ქულა; 4. ბაჩანა მორჩიაშვილი (2337) – 6.5 ქულა; 5. დავით ლომსაძე (2345) – 6.5 ქულა;
ქალთა შორის პირველი პრიზის (1000 ლარი) მფლობელი 5.5 ქულით და უკეთესი ბუჰგოლცით სოფიო გვეტაძე (2319) გახდა. მეორეზე იგივე ქულებით სალომე ხაჟომია (2127) გავიდა, მესამე ადგილზე კი 5.0 ქულით მირანდა მიქაძეა (2240).
18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა სამეული შემდეგნაირად გამოიყურება: 1. გიორგი სიბაშვილი (2173) – 6.0 ქულა; 2. ნიკოლოზ ქუმსიაშვილი (2126) – 6.0 ქულა; 3. ირაკლი კელეპტრიშვილი (1969) – 5.5 ქულა; 18 წლამდე გოგონები: 1. ქეთევან ხომერიკი (1661) – 5.0 ქულა; 2. ნინო ხომერიკი (2078) – 5.0 ქულა; 3. ნატო იმნაძე (2119) – 5.0 ქულა;
www.gcf.org.ge