სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მდებარე სასტუმრო “მეტროპოლ პალასში” გრძელდება ევროპის ქალთა რიგით XIV ჩემპიონატი, რომელშიც 15 ქართველი მოჭადრაკე მონაწილეობს.
5 ტურის შემდეგ 4.5 ქულით 3 მონაწილე ლიდერობს: რუსი ალექკსანდრა გორიაჩკინა (2401), ლიტველი დეიმანტე დაულიტე (2363) და ქართველი ნინო ხურციძე (2443).
დაწინაურებულებს 0.5 ქულით ერთბაშად 14 მოჭადრაკე ჩამორჩება, რომელთა შორის 3 ქართველიცაა. დამატებითი მაჩვენებლებით, სალომე მელია (2428) მე-4 ადგილზეა, ბელა ხოტენაშვილს (2512) მე-7 პოზიცია უკავია, ხოლო ნანა ძაგნიძე (2558) მე-15 საფეხურზეა.
დანარჩენ ქართველთა მდგომარეობა ასეთია: 18. მაკა ფურცელაძე (2349) – 3.5; 21. მერი არაბიძე (2320) – 3.5; 22. მაია ლომინეიშვილი (2351) – 3.5; 29. ნინო ბაციაშვილი (2405) – 3.5; 32. ლელა ჯავახიშვილი (2465) – 3.5; 45. სოფიკო გურამიშვილი (2421) – 3.0; 67. მირანდა მიქაძე (2314) – 3.0; 74. სოფიო გვეტაძე (2341) – 2.5; 97. ანა გავაშელი (2170) – 2.5; 123. სოფიო ნიკოლაძე (2163) – 2.0; 124. მადონა ბოკუჩავა (2109) – 2.0;
მე-6 ტურში გორიაჩკინა ხურციძეს ეთამაშება, პოგონინა (რუსეთი, 2478) – ძაგნიძეს, მკრტჩიანი (სომხეთი, 2454) – ხოტენაშვილს, ხოლო სტეფანოვა (ბულგარეთი, 2497) – მელიას.
ევროპის ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 60 000 ევროს შეადგენს, საიდანაც ჩემპიონი 10 500 ევროს მიიღებს, მეორე პოზიციაზე გასული – 8 250-ს, მესამეადგილოსანი 6 500 ევროთი დაჯილდოვდება, ჯამში კი თანხა ოც მოწინავე მოჭადრაკეზე გადანაწილდება.
ქართველ მოჭადრაკეთა შედეგები
ნანა ძაგნიძე (2558) – 4.0 ქულა (რეიტინგის ცვლილება -1.5)
ბელა ხოტენაშვილი (2512) – 4.0 ქულა (+7.3)
ლელა ჯავახიშვილი (2465) – 3.5 ქულა (-1.7)
ნინო ხურციძე (2443) – 4.5 ქულა (+11.7)
სალომე მელია (2428) – 4.0 ქულა (+1.0)
სოფიკო გურამიშვილი (2421) – 3.0 ქულა (0)
ნინო ბაციაშვილი (2405) – 3.5 ქულა (+2.4)
მაია ლომინეიშვილი (2351) – 3.5 ქულა (+7.7)
მაკა ფურცელაძე (2349) – 3.5 ქულა (+17.4)
სოფიო გვეტაძე (2341) – 2.5 ქულა (-2.7)
მერი არაბიძე (2320) – 3.5 ქულა (+14.85)
მირანდა მიქაძე (2314) – 3.0 ქულა (-12.6)
ანა გავაშელი (2170) – 2.5 ქულა (-3.45)
სოფო ნიკოლაძე (2163) – 2.0 ქულა (-7.65)
მადონა ბოკუჩავა (2109) – 2.0 ქულა (-6.00)