ჭიდაობა

22:17 | 29.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

ხუციშვილმა ბრინჯაოს დებიუტი მოიწყო

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, ევროპის ორდღიანი ჩემპიონატის პირველი დღე ბრინჯაოს მედლით ჩაამთავრა. ნაკრების დებიუტანტმა, 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე დავით ხუციშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. რეპეშაჟის ფინალში, 20 წლის ქართველმა ბულგარელი კირილ სტოიჩევ ტერზიევი სამსეტიან ბრძოლაში დაამარცხა.

დღესვე, დორტმუნდში, მედლები 60 და 96 კილოგრამებშიც თამაშდება, მაგრამ საქართველოს ნაკრების წევრებმა, მალხაზ ზარქუამ (60 კგ) და ბელდუხ გავაშელიშვილმა (96 კგ) სამეულში შესვლის შანსი წინასწარ ეტაპებზევე დაკარგეს.
 

 

ოთარ მაღლაკელიძე

0.12338