ჭიდაობა

18:10 | 20.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხუციშვილის და პეტრიაშვილის მეტოქეები ცნობილია

თბილისის სპორტის სასახლეში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 74 და 120 კილოგრამამდე წონითი კატეგორიების კენჭისყრა გაიმართა. ამ წონებში მედლები ხვალ გათამაშდება, საქართველოს სახელით კი ხალიჩაზე დავით ხუციშვილი (74 კგ) და გენო პეტრიაშვილი (120 კგ) გავლენ.

ხუციშვილი 21-კაციან სატურნირო ბადეში მე-15 ნომრად შევიდა და შეჯიბრებაში პირველივე წრიდან – მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთვება, სადაც ავსტრიელ ფილიპ კრეპაზს დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში კი რუს ანიაურ გედუევსა და პოლონელ ტომაშ როგიზს შორის მოგებულს შეხვდება. ამავე ჯგუფში მოხვდნენ აზერბაიჯანის ნაკრების წევრი ალექსანდრ გოსტიევი და ბულგარელი ლეონიდ ბაზანიც. მათი და ხუციშვილის გზები მეოთხედფინალში იკვეთება.

მძიმე წონაში სულ 15 მონაწილე აიწონა და ტურნირი მერვედფინალით იწყება. გენო პეტრიაშვილს პირველ მეტოქედ მაკედონიელი ბობან დანოვი ერგო. ამ წყვილიდან გასული კი, რუს მაგომედგაჯი ნურასულოვსა და ბელარუს ვადიმ შვედაუს შორის საუკეთესოს დაეჭიდება. ნურასულოვთან პეტრიაშვილს მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ნახევარფინალში აქვს წაგებული.

 

 

0.124202