74 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე დავით ხუციშვილმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ბულგარელ ბაზანთან წაგებით დაასრულა. რეპეშაჟის ნახევარფინალში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა პირველ პერიოდში მსაჯისგან გაფრთხილების გამო დაკარგული ქულა საფინალო სირენამდე ორიოდ წამით ადრე ცალი ხელით შესრულებული მორიგი შთამბეჭდავი ილეთით გაათანაბრა, მაგრამ ამ შემთხვევაში უპირატესობა არა ბოლო ილეთის გამკეთებელს, არამედ მის მოწინააღმდეგეს მიენიჭა, რადგან გაფრთხილების უპირატესობას ფლობდა.
მეორე პერიოდში უპირატესობას ბაზანი დაეუფლა და “ბრინჯაოს ფინალში” ჭიდაობაც გაინაღდა.