ფეხბურთი

10:50 | 13.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხუციძის გუნდმა “ფინიქსთან“ იმარჯვა

ამერიკის რანგით მე-3 (USL Pro) საფეხბურთო ლიგის დეიტონის „დატჩ ლაიონსმა“, სადაც, როგორც იცით, ირაკლი ხუციძე თამაშობს, გუშინ ჩემპიონატის მე-5 შეხვედრა გამართა,  „ფინიქსს“ უმასპინძლა.

დეიტონელებმა ეს მატჩი 4:3 მოიგეს. საინტერესოა, რომ ჯერ სტუმრებმა გაიტანეს, რასაც „ჰოლანდიელი ლომების“ 4 გოლი მოჰყვა, თუმცა საბოლოოდ მასპინძლებმა მინიმალური სხვაობით გაიმარჯვეს. ირაკლი ხუციძემ თამაში სრულად ჩაატარა და საერთოდ, უკვე მყარად დაიმკვიდრა ადგილი გუნდის ძირითადში.

„დატჩ ლაიონსმა“  ჩემპიონატში 3 თამაში მოიგო, 2 წააგო  და გათამაშების ცხრილში მე-8  პოზიციაზეა, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ დეიტონელთა რამდენიმე კონკურენტს 6, 7 და 8 მატჩიც კი აქვს ჩატარებული.  ჩემპიონატის მორიგ შეხვედრას ირაკლი ხუციძის გუნდი 19 მაისს სტუმრად პიტსბურგის „რივერჰაუნდსთან“ გამართავს, მანამდე კი, 15 მაისს,  შინ თასზე „რივერ სიტი როვერსს“ დაუპირისპირდება.

0.115097