აკაკი ხუბუტია ოფიციალურად გახდა "მორდოვიას" ფეხბურთელი. მან 1,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა კლუბთან, რომელიც რუსეთის პრემიერლიგაში ბოლო ადგილზეა. "მორდოვიას" რუმინელი დორინელ მუნტიანუ წვრთნის, რომელმაც შარშანწინ უსახელო "ოცელული" რუმინეთის ჩემპიონი გახადა.
ცნობისთვის, სწორედ მუნტიანუმ გაიტანა პირველი გოლი საქართველო-რუმინეთის შეხვედრაში 2000 წელს, რომელიც 0:2 წავაგეთ. ეს ერთ-ერთი ყველაზე მწარე მარცხია ნაკრების ისტორიაში, რადგან უმნიშვნელოვანესი თამაში იყო.
ხუბუტია ბოლოს "გაზ მეთანში" თამაშობდა. ასევე, ერთი წელი განათხოვრებით იყო თურქულ "სამსუნსფორში".
ერთიც: "მორდოვიამ" თურქეთში გამართულ ტესტ-მატჩში 3:1 სძლია მაკედონიურ "რაბოტნიჩკის". აკაკი 64-ე წუთზე შევიდა მინდორზე.