იესიკა ტოსკანინი! ეს სახელი და გვარი თუ ადრე არაფერს გეუბნებოდათ, ახლა იცოდეთ, რომ ფოტოებზე გამოსახული ეს მშვენიერი ასული გახლავთ ვეტერანი არგენტინელი ფეხბურთელის, ხუან რომან რიკელმეს სატრფო. შეუიარაღებელი თვალითაც მიხვდებით, რომ იესიკა მოდელია და თან ისეთი მოდელი, არაერთ მამაკაცს ოხვრას რომ ამოატანინებს გულიდან.
აშკარაა, რომ ხუან რომანი ფეხბურთის მსგავსად, ქალებთან ურთიერთობებშიც ტექნიკური, დახვეწილი და ლაღია. რადგან, მშვენიერი იესიკა ამბობს, რომ სანამ არგენტინელ მობურთალს შეხვდებოდა, მას მამაკაცებზე სულ სხვაგვარი წარმოდგენები ჰქონდა. ახლა კი, დადგა ჟამი ჭეშმარიტებისა!
იესიკა ტოსკანინი და ხუან რომანი ამჟამად არგენტინაში ცხოვრობენ. თუმცა, სხვა ლათინოამერიკელი მოდელების მსგავსად, ტოსკანინისაც თვალი ევროპისკენ უჭირავს. თუკი იესიკამ გადაწყვეტილება არ შეიცვალა, დიდი შანსია, რომ სატრფოს რიკელმეც უკან გაჰყვეს ტუსტუსით. აბა, ასეთი ქალის ევროპაში მარტო გაშვება იქნება?!