ფეხბურთი

19:05 | 23.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხუან მატა თითქმის მანჩესტერელია

ბრიტანული გამოცემების ცნობით, “ჩელსის” ნახევარმცველ ხუან მატას “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლის თაობაზე ხელშეკრულება შეიძლება დღეს გაფორმდეს. ფეხბურთელის დებიუტი კი ახალ კლუბში 28 იანვარს შედგება, პრემიერლიგის 23-ე ტურში, “კარდიფ სიტისთან” გასამართ მატჩში.

როგორც Daily Star იტყობინება, 25 წლის ფეხბურთელი მანჩესტერელებთან 4,5-წლიან კონტრაქტს სრულყოფილი სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებისთანავე გააფორმებს. ტრანსფერის ფასი 31 მილიონი გირვანქა სტერლინგი იქნება, ხოლო ხუან მატას ხელფასი – კვირაში 150 ათასი გირვანქა სტერლინგი.

0.134439