ფეხბურთი

16:46 | 18.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხუან მარტინესი “ვალიადოლიდს” გაწვრთნის

“ლევანტეში” გატარებული ორი სეზონის შემდეგ, ხუან იგნასიო მარტინესი “ვალიადოლიდის” მთავარ მწვრთნელად დანიშნეს. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “ვალიადოლიდის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

მარტინესმა ახალ კლუბთან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ვადის ამოწურვის შემდეგ, მხარეების თანხმობის შემთხვევაში, კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაგრძელდება. მან “ვალიდოლიდის” თავკაცის პოსტზე მიროსლავ ჯუკიჩი შეცვალა, რომელსაც “ვალენსიას” გაწვრთნას უწინასწარმეტყველებენ.

რაც შეეხება “ლევანტეს”, ამ უკანასკნელს ხოაკინ კაპაროსი უხელმძღვანელებს.


თეგებიმარტინესი
0.117262