ფეხბურთი

17:21 | 8.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხრისტო თავის ამპლუაში

წარსულში ლეგენდარულმა და ამავე დროს ქარიზმატულმა ფეხბურთელმა, ბულგარელმა ხრისტო სტოიჩკოვმა, სოფიის ცსკას მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მხოლოდ ორ კვირას იმუშავა. წასვლის მიზეზი კლუბის გაკოტრებაა. “როცა კლუბში მოვდიოდი, მეგონა, რომ ისევ იმ დიდი ცსკას ნაწილი გავხდებოდი, რომლის წევრიც ფეხბურთელობისას ვიყავი, - განაცხადა სტოიჩკოვმა, - სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. ამბიციურ მიზანს ვერ დაისახავ, როცა ერთი მხრივ მწვრთნელებს, ფეხბურთელებსა და პერსონალს, მეორე მხრივ კი მეპატრონეებს შორის ურთიერთპატივისცემა არ იგრძნობა. ტყუილით დიდ ხანს ვერ იცხოვრებ. ძალიან მინდოდა გუნდს დავხმარებოდი, ვარჯიშები ისე დავიწყე, კონტრაქტიც არ გამიფორმრბია, მაგრამ უკვე ყველაფრისგან დავიღალე და მივდივარ”.


0.113305