ერთ დროს უპოპულარულესი ბულგარელი ფეხბურთელის, ხრისტო სტოიჩკოვის შესახებ, ევროპის ბულვარულ პრესაში ბოლო დროს იშვიათად იწერება. ხრისტომ არაფრის მაქნის ფსევდოპოპულარობას მშვიდი ცხოვრება არჩია და ეს მისი არჩევანია.
სამაგიეროდ, სულ უფრო პოპულარული ხდება ხრისტო სტოიჩკოვის ქალიშვილი, მიქაელა სტოიჩკოვა, რომელიც ერთ-ერთ ესპანურ ტელეარხზე წამყვანად მუშაობს და ამას გარდა, სკანდალური განცხადებებითაც გამოირჩევა.
მიქაელა სტოჩკოვას აზრით, ქორწინება ადამიანის მიერ მოგონილი სისულელეა და ეს ის ბორკილია, რომელსაც ადამიანები საკუთარი ნებით იდებენ. მიქაელა თავისუფალი ცხოვრების წესის მომხრეა და მისი აზრით, სექსი ამ თავისუფლების მხოლოდ ერთი კომპონენტია და არა ძირითადი ნიშანი.