ჭადრაკი

17:37 | 18.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხოტენაშვილმა მარცხით დაიწყო

 

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში სტარტი აიღო ქალთა შორის 2013-14 წლების გრან-პრის სერიის გათამაშების III ეტაპმა, რომელშიც საქართველოს სახელით ბელა ხოტენაშვილი (2514) თამაშობს.

პირველ ტურში, ქართველი მოჭადრაკე, რომელსაც სეკუნდანტობას საერთაშორისო დიდოსტატი დავით ჯოჯუა უწევს, შავი ფიგურებით ინდოელ ჰარიკა დრონავალის (2475) დაუპირისპირდა და 29-ე სვლაზე მარცხი განიცადა.

მე-2 ტურში ბელა თეთრებით ითამაშებს, მისი მეტოქე კი მასპინძელი ნაფისა მუმინოვა (2293) იქნება, რომელმაც საწყისი პარტია ჩინელ ქსუე ჟაოსთან (2579) დათმო.

შეგახსენებთ, რომ ხოტენაშვილმა შვეიცარიულ ჟენევაში გამართული გრან-პრის პირველი ეტაპი მოიგო, მეორე ეტაპზე კი ბოლო – მე-12 ადგილი დაიკავა.

გრან-პრის სერიის გათამაშება 6 ეტაპად ტარდება და მასში მსოფლიოს 18 უძლიერესი მოჭადრაკე ქალი მონაწილეობს. თითოეული მათგანი ოთხ ეტაპზე გამოვა და ყოველი ადგილი შესაბამისი ფულადი პრიზით და ქულით აღინიშნება.

თითოეული ეტაპის საპრიზო ფონდი 60 000 ევროს შეადგენს. 

I ადგილი – 10 000 ევრო (+120 ქულა +40 ბონუსი);

II – 8 250 (+110 +20)

III – 6 750 (+100+10)

IV – 5 750 (+90)

V – 5 000 (+80)

VI – 4 500 (+70)

VII – 4 250 (+60)

VIII – 4 000 (+50)

IX – 3 250 (+40)

X – 3 000 (+30)

XI – 2 750 (+20)

XII – 2 500 (+10)

0.113895