ჭადრაკი

22:10 | 11.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხოტენაშვილის გამარჯვებით დასრულდა!

საქართველოს ნაკრების წევრის ბელა ხოტენაშვილის (2363) გამარჯვებით დასრულდა ქალთა გრან-პრის გათამაშების დასკვნითი მეოთხე ეტაპი. გამარჯვებულმა 7 შესაძლებლობიდან 6 ქულა დააგროვა და ერთპიროვნულად დაეპატრონა პირველ პრიზს.

5 ქულით II-IV ადგილები გაიყვეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ: 2. ლელა  ჯავახიშვილი  (2488) – 5 ქულა; 3. სოფიო გვეტაძე (2361) – 5 ქულა; 4. მერი არაბიძე                 (2395) – 5 ქულა;

საკმაოდ დაძაბულად წარიმართა ვაჟთა ასპარეზობა. 6 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით მეწინავე ზურაბ ჯავახაძემ 2 პარტიაა წააგო ზედიზედ და პირველობა ბრაზილიელ ალექსანდრ  ფიერს (2586) დაუთმო.

7-7 ქულით II-III ადგილებზე ჯავახაძე (2455) და ლუკა პაიჭაძე (2561) განლაგდნენ.

0.120776