ჭადრაკი

22:51 | 25.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხოტენაშვილის დასანანი მარცხი

ქალთა გრან-პრის სერიის III ტურნირის მე-7 ტურში ქართველმა ბელა ხოტენაშვილმა (2514) დასანანი მარცხი განიცადა. უზბეკეთის ქალაქ ტაშკენტში მიმდინარე ტურნირის მორიგ სათამაშო დღეს ბელა თეთრი ფიგურებით ჩინელ ვენჯუნ ჟუს (2535) დაუპირისპირდა და 38-ე სვლაზე წააგო.

ამგვარად, ხოტენაშვილს 4.0 ქულა შერჩა და მე-4 ადგილი შეინარჩუნა, მისდარი მონაგარი კი სწორედ ხსენებულ ჟუს გააჩნია. 5.5 ქულით ერთპიროვნული ლიდერი ინდოელი ჰამპი კონერუა (2607) მეორე-მესამე ადგილებზე კი უკრაინელი კატერინა ლაჰნო (2532) და ინდოელი ჰარიკა დრონავალი (2475) არიან 5.0-5.0 ქულით.

მე-8 ტურში ხოტენაშვილი შავი ფიგურებით სომეხ ელინა დანიელიანს (2470) ეთამაშება, რომელიც 2.5 ქულით ბოლოსწინა მე-11 ადგილზე იმყოფება. კონერუ ჩინელ ჟაოს (2579) დაუპირისპირდება, ლაჰნო – უზბეკ ნაფისა ნაფისა მუმინოვას (2293), ხოლო დრონავალი – ბულგარელ ანტუანეტა სტეფანოვას (2496).

შეგახსენებთ, რომ გრან-პრის სერიის გათამაშება 6 ეტაპად ტარდება და მასში მსოფლიოს 18 უძლიერესი მოჭადრაკე ქალი მონაწილეობს. თითოეული მათგანი 4 ეტაპზე გამოვა და ყოველი ადგილი შესაბამისი ფულადი პრიზით და  ქულით აღინიშნება.

გრან-პრის ორი ეტაპის ჯამში პირველი ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: 1. ანა მუზიჩუკი (სლოვენია) – 250 ქულა; 2. ნანა ძაგნიძე (საქართველო) – 220; 3. ტატიანა კოსინცევა (რუსეთი) – 190; 4. ბელა ხოტენაშვილი (საქართველო) – 170; 5. ჰამპი კონერუ (ინდოეთი) – 160;

0.125894