ჭადრაკი

0:02 | 27.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხოტენაშვილი ერთპიროვნული ლიდერია!

გერმანიის ქალაქ ერფურტში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირს 3 ტურის თავზე ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს და სასიხარულოა, რომ იგი ქართველი ბელა ხოტენაშვილია (2494).

ხოტენაშვილმა მე-2 ტურში შავი ფიგურებით გერმანიის სახელით მოთამაშე ქეთევან კახიან-გერშინსკას (2361) მოუგო, შემდეგ კი თეთრებით უკვე შოტლანდიის დროშის ქვეშ მოასპარეზე ქეთევან არახამია-გრანტს (2394) დაუზავდა.

შედეგად, ხოტენაშვილს 2.5 ქულა მოუგროვდა უახლოეს მდევრებს – გერმანელ ტეტიანა მელამედს (2364) და ჩინელ შენ იანგს (2470) 0.5 ქულით უსწრებს.

1.5 ქულით ათ მონაწილეს შორის მე-7 ადგილზეა ლელა ჯავახიშვილი (2477). მან ხსენებულ მელამედთან ყაიმი გააფორმა, მე-3 ტურში კი თეთრებით პოლონელ მონიკა სოცკოსთან (2470) დამარცხდა.

მე-4 ტურში, რომელიც 27 აგვისტოს შედგება, ქართველი მოჭადრაკეები შავებით ითამაშებენ. ხოტენაშვილი სომეხ ლილიტ მკრტჩიანს (2453) გაეჯიბრება, ჯავახიშვილი კი – კახიანი-გერშინსკას.

0.108273