ჭადრაკი

15:50 | 26.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხოტენაშვილი და მელია დაწინაურდნენ

ევროპის მე-14 ინდივიდუალურ საჭადრაკო ჩემპიონატზე 3 ტურის თავზე ქულათა მაქსიმუმით 4 მოჭადრაკე დაწინაურდა, რომელთა შორის 2 ქართველიცაა. ამ ეტაპზე ბელა ხოტენაშვილი (2512), სალომე მელია (2428), ალეკსანდრა გორიაჩკინა (რუსეთი, 2401) და ინა გაპონენკო (უკრაინა, 2393) ლიდერობენ.

მე-3 ტურში ხოტენაშვილმა თეთრი ფიგურებით რუსი მარინა რომანკო (2368) დაამარცხა, ხოლო მელიამ ასევე თეთრებით სერბ მარია მანაკოვას (2351) სძლია.

შეგახსენებთ, რომ სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე ტურნირზე სულ 15 ქართველი მოჭადრაკე თამაშობს, რომელთაგან ლიდერებთან ყველაზე ახლოს სოფიკო გურამიშვილი (2421), ნინო ხურციძე (2443), მაია ლომინეიშვილი (2351) და ნინო ბაციაშვილი (2405) იმყიფებიან. მათ 2.5-2.5 ქულა გააჩნიათ და შესაბამისად, მე-17, 24-ე, 27-ე და 30-ე ადგილებზე იმყოფებიან.

მე-4 ტურში ლიდერები ერთმანეთის პირისპირ დასხდებიან და ქართველები შავებით ითამაშებენ. გორიაჩკინა ხოტენაშვილს დაუპირისპირდება, ხოლო გაპონენკო – მელიას.

 

ქართველ მოჭადრაკეთა შედეგები

ნანა ძაგნიძე (2558) – 2.0 ქულა (რეიტინგის ცვლილება – 6.50)

ბელა ხოტენაშვილი (2512) – 3.0 ქულა (+7.30)

ლელა ჯავახიშვილი (2465) – 2.0 ქულა (-2.40)

ნინო ხურციძე (2443) – 2.5 ქულა (3.20)

სალომე მელია (2428) – 3.0 ქულა (+8.90)

სოფიკო გურამიშვილი (2421) – 2.5 ქულა (+4.40)

ნინო ბაციაშვილი (2405) – 2.5 ქულა (+2.30)

მაია ლომინეიშვილი (2351) – 2.5 ქულა (+4.80)

მაკა ფურცელაძე (2349) – 2.0 ქულა (8.70)

სოფიო გვეტაძე (2341) – 1.5 ქულა (+0.90)

მერი არაბიძე (2320) – 1.5 ქულა (+0.00)

მირანდა მიქაძე (2314) – 1.5 ქულა (-12.90)

ანა გავაშელი (2170) – 1.0 ქულა (-10.50)

სოფო  ნიკოლაძე (2163) – 1.0 ქულა (-4.95)

მადონა ბოკუჩავა (2109) – 1.5 ქულა (-6.00)

0.142488