ჭადრაკი

21:52 | 14.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხოტენაშვილი და ძაგნიძე მეორე ეტაპისთვის ბრძოლას იწყებენ

15 ივნისს იწყება გრან პრის გათამაშების მეორე ეტაპი ქალთა შორის, რომელსაც სომხეთის ქალაქი დილიჟანი მასპინძლობს. პლანეტის 10 საუკეთესო სპორტსმენთან ერთად, დილიჟანში საქართველოს ორი წარმომადგენელი, ნანა ძაგნიძე და ბელა ხოტენაშვილიც იასპარეზებენ.

შეგახსენებთ, რომ გრან პრი ექვსი ეტაპისგან შედგება, რომლის გამარჯვებული, 2015 წელს, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისათვის ბრძოლაში დაუპირისპირდება.

გრან პრის თითოეული მონაწილე ექვსიდან ოთხ ტურნირში იასპარეზებს, რომლებსაც სამ ტურნირში ნაჩვენები საუკეთესო შედეგები ჩაეთვლება და გრან პრის გამარჯვებულად, ყველაზე მეტი ქულის მქონე მოჭადრაკე გამოცხადდება.

პირველი ეტაპის მოგების შემდეგ, გრან პრის გათამაშებას 160 ქულით ბელა ხოტენაშვილი ლიდერობს. რაც შეეხება ძაგნიძეს, ნანამ ჟენევაში (შვეიცარია) ჩატარებულ პირველ ეტაპზე მეოთხე ადგილი დაიკავა.

გრან პრის გათამაშების მეორე ეტაპი. დილიჟანი (სომხეთი), 15-29 ივნისი.

  1. ჰამპი კონერუ (ინდოეთი, 2597)
  2. ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2585)
  3. ჟაო ქსიუ (ჩინეთი, 2565)
  4. ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2554)
  5. ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი, 2531)
  6. ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2530)
  7. ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2514)
  8. ჰარიკა დრონოვალი (ინდოეთი, 2510)
  9. ბელა ხოტენაშვილი (საქართველო, 2499)

10.  ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2466)

11.  ოლგა გირია (რუსეთი, 2440)

12.  ტუვშინტუგს ბაჩიმეგი (მონღოლეთი, 2295)


0.145631