20 მაისს, 16 საათზე, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, საერთაშორისო დიდოსტატი ბელა ხოტენაშვილი და მისი მწვრთნელი დავით ჯოჯუა, ჭადრაკის მოყვარულებისთვის გრან პრის პირველი ეტაპის საუკეთესო პარტიებს გაარჩევენ.
ამის შესახებ, “მსოფლიო სპორტს” საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრესსამსახურის უფროსმა სოფო ნიკოლაძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ გრან პრის პირველი ეტაპის დებიუტანტმა ბელა ხოტენაშვილმა, 11 შესაძლებლობიდან ყველაზე მეტი, 8.0 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა. აღნიშნულ ტურნირს შვეიცარიის ქალაქი ჟენევა მასპინძლობდა.