ჭადრაკი

0:59 | 26.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხოტენაშვილი და ჯავახიშვილი გერმანულ ტურნირში ჩაერთვნენ

გერმანიის ქალაქ ერფურტში სტარტი აიღო ქალთა წრიულმა ტურნირმა ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით. შეჯიბრში 6 ქვეყნის წარმომადგენელი 10 დიდოსტატი ქალი თამაშობს, მათ შორის 4 ქართველი მოჭადრაკეა, თუმცა მხოლოდ ორი მათგანი გამოდის საქართველოს სახელით.

წილისყრის შედეგად მონაწილეები შემდეგნაირად განაწილდნენ: 1. ქეთევან არახამია-გრანტი (შოტლანდია, 2394), 2. ლილიტ მკრტჩიანი (სომხეთი, 2453), 3. ბელა ხოტენაშვილი (საქართველო, 2494), 4. შენ იანგი (ჩინეთი, 2479), 5. ლელა ჯავახიშვილი (საქართველო, 2477), 6. ანასტასია ბოდნარუკი (რუსეთი, 2434), 7. ტატიანა მელამედი (გერმანია, 2364), 8. მონიკა   სოცკო (პოლონეთი, 2470), 9. ქეთევან კახიანი-გერშინსკა (გერმანია, 2361), 10. ელიზაბეტ პეტცი (გერმანია, 2464).

ტურნირი 25 აგვისტოდან 31 აგვისტომდე გასტანს, ხოლო 26 და 31 აგვისტოს მონაწილეები დღის განმავლობაში ორ-ორ ტურს ითამაშებენ.

პირველ ტურში ქართველმა მოჭადრაკეებმა წარმატებულად ითამაშეს. ხოტენაშვილმა სოცკო დაამარცხა, ხოლოლ ჯავახიშვილმა – ბოდნარუკი. სხვა პარტიებში მელამედმა იანგს აჯობა, არახამია-გრანტი – პეტცი და მკრტჩიანი – კახიანი-გერშინსკა კი დაზავდნენ.

0.115522