მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ბუნდესლიგის მე-10 ტურის მატჩში მიუნხენის “ბაიერნმა” ბერლინის “ჰერტა” 3:2 დაამარცხა, მიუნხენელთა მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა გუნდის თამაშით აღფრთოვანებული არ დარჩა.
ესპანელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ეს გადაღლის ბრალია და ფეხბურთელებს დასვენება ჭირდებათ.
“საუკეთესო თამაში არ ჩაგვიტარებია. მომავალი კვირა დასვენებას უნდა დავუთმოთ და მოვემზადოთ “ჰოფენჰაიმთან” მატჩისთვის. უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში ძალიან ბევრი თამაში ჩავატარეთ და მოთამაშეები დაღლილი არიან, რაც ძალიან კარგად ჩანდა “ჰერტასთან” მატჩში” - აღნიშნა გვარდიოლამ.
მიუხედავად დაღლილობისა, “ბაიერნი” ათი ტურის შემდეგ ბუნდესლიგას 26 ქულით ლიდერობს, მაგრამ მდევრებს მხოლოდ თითო-თითო ქულით უსწრებს.