კალათბურთი

14:00 | 21.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხოსე ხუან ბარეა “ვაშინგტონ ვიზარდში” აღარ გადადის

 

CSN -ის ცნობით, “ვაშინგტონ ვიზარდმა” საბოლოოდ განაცხადა უარი “მინესოტა ტიმბერვულვზთან” ხელშეკრულების დადებაზე, ჯეი ჯეი ბარეას გადასვლასთან დაკავშირებით.   

2006-11 წლებში, ბარეა “დალას მავერიკსის” ღირსებას იცავდა, სადაც 2011 წელს, გუნდთან ერთად, NBA-ს ჩემპიონი გახდა. 2011-დან კი, ხოსე ხუანი “მინესოტა ტიმბერვულვზში” თამაშობს. 2013-14 წლების სეზონში ბარეას ერთ მატჩში საშუალო მონაგარი გახლდათ 8.4 ქულა და 3.8 პასი. წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე,  პუერო-რიკოელმა საშუალოდ ერთ მატჩში 22 ქულა დააგროვა.

ლაშა ქოიავა

0.127665