არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონის ხორხე ვალდანოს აზრით, “ბარსელონას” თავდამსხმელი ლიონელ მესი 21-ე საუკუნის ერთადერთი გენიალური ფეხბურთელია.
“მესი ფეხბურთის სათამაშოდაა დაბადებული. ფეხბურთის ისტორიის მანძილზე მესის მსგავსი შედეგი რამდენიმე ადამიანს უჩვენებია. ჯერჯერობით, ის 21-ე საუკუნის ერთადერთი გენიალური ფეხბურთელია. ლიონელი სწრაფია და ფანტასტიკურად ზუსტი დარტყმა აქვს. როდესაც მოედნის სიღრმიდან თამაშობს, ტაქტიკურად სწორად მოქმედებს. ვერ გავიგე რატომ საუბრობს ბევრი არგენტინელის კარიერის დაღმასვლაზე, როდესაც ის შესაძლებლობების გაფურჩქვნის ხანაშია. როდესაც წლიდან წლამდე მაქსიმალური თავდადებით თამაშობ, ზოგჯერ თავს დასვენების უფლება უნდა მისცე” – იუწყება ვალდანოს სიტყვებს ინტერნეტპორტალი goal.com-ი.