კალათბურთი

16:16 | 8.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხორვატიამ რევანში აიღო

სარიჩი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა

ხორვატიის საკალათბურთო ნაკრებმა, რომელიც 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული გუნდის ერთ-ერთი მეტოქე იქნება, მაკედონიელების წინააღმდეგ მე-2 საკონტროლო მატჩი ჩაატარა და რევანშის აღება მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ იასმინ რეპეშას შეგირდებმა სლავონსკი ბროდში გამართული შეხვედრა 74:78 დათმეს, ზაგრებში ჩატარებულ მატჩში კი უფრო კოცნეტრირებულნი იყვნენ და 72:67 იმარჯვეს.

ხორვატთაგან საუკეთესო შედეგი ესპანური “უნიკახას” წევრ ლუკა ზორიჩს ჰქონდა, რომელსაც ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა – 10 ქულა, 9 მოხსნა. კარგად გაისარჯნენ მარკო ტომასი (11), ანტე დელასი (11) და დამირ მარკოტა (10).

მართალია, ხორვატებმა მაკედონიასთან გამარჯვებით გაიხარეს, თუმცა, ერთი არასასიამოვნო ამბავი კი შეემთხვათ. საქმე ის გახლავთ, რომ ტერფის ტრავმა მიიღო ახალგაზრდა ფორვარდმა დარიო სარიჩმა. ზაგრების “ციბონას” კალათბურთელს დღეს დილას მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა ჩაუტარეს და აღმოჩნდა, რომ მყესები გაწყვეტილი არაა.

წინასწარი ვარაუდით, სარიჩის ერთკვირიანი დასვენება მოუწევს და ზაგრებში ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება, შემდეგ კი ხორვატიის ნაკრებს შეუერთდება. ამგვარად, მისი მომავალ ევრობასკეტზე თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს.

როგორც აღვნიშნეთ, ხორვატიის და საქართველოს ნაკრებები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჩ ჯგუფში მოხვდნენ, მეტოქეებად კი ესპანეთის, სლოვენიის, პოლონეთის და ჩეხეთის გუნდებიც ეყოლებათ. ქართულ-ხორვატული დაპირისპირება ქალაქ ცელიეში პირველი ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში, 5 სექტემბერს შედგება.

 

ხორვატია – მაკედონია 72:67 (17:16, 18:9, 25:23, 12:19)

ხორვატია: ტომიჩი (4), ანდრიჩი, დრეიპერი (2), ბოგდანოვიჩი (7), რუდეზი (2), ტომასი (11), უკიჩი (2), სიმონი (4), მარკოტა (10), მარიო დელასი (4), ზორიჩი (10 ქ. 9 მ.), პლანინიჩი (5), ანტე დელასი (11).

 

ხორვატების დარჩენილი მოსამზადებელი გეგმა 

9-11 აგვისტო: ტურნირი საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში (საფრანგეთი, ხორვატია, გერმანია, საბერძნეთი)

9 აგვისტო: ხორვატია – საბერძნეთი

10 აგვისტო: ხორვატია – საფრანგეთი

11 აგვისტო: ხორვატია – გერმანია

12-21 აგვისტო: შეკრება დუბროვნიკში

15 აგვისტო: ხორვატია – ჩერნოგორია

16 აგვისტო: ხორვატია – ჩერნოგორია

18 აგვისტო: ხორვატია – ლატვია

19 აგვისტო: ხორვატია – ლატვია

19-21 აგვისტო: დასვენება

23-25 აგვისტო: ტურნირი თურქეთის ქალაქ სტამბულში (თურქეთი, ხორვატია, ბელგია, სერბეთი)

26 აგვისტო-2 სექტემბერი: შეკრება ცრიკვენიცში

2 სექტემბერი: გამგზავრება სლოვენიაში

0.115524