ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ შტიმაცმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის პლეი-ოფის საგზურის მოპოვების მიუხედავად, თანამდებობა დატოვა. მან წასვლის თაობაზე განცხადება გუშინ გააკეთა, შოტლანდიასთან სტუმრად 0:2 წაგების შემდეგ. ხორვატებმა შესარჩევ ციკლში ზედიზედ ოთხი თამაში ვერ მოიგეს და ეს შედეგი მთავარი მწვრთნელისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
ხორვატიის ფეხბურთის კავშირს შტიმაცთან ურთიერთთანამშრომლობის შეწყვეტის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გაკეთდება.