დღეს, საკალათბურთო ევროპირველობაზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები სლოვენიას დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. საქართველოს შეხვედრამდე, ყურადღებას C და D ჯგუფებში მესამე ტურის 4 მატჩზე გავამახვილებთ. ხორვატიამ მეორე პრინციპული შეხვედრა მოიგო და საქართველოს ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის შანსი შეუმცირა. რუსეთის და პოლონეთის ეროვნულმა ნაკრებებმა, წაგებათა სერია სამამდე გაზარდეს. ესპანეთმა კი, სლოვენიასთან მარცხის შემდეგ, რეაბილიტაცია ჩეხეთთან მოახდინა.
C ჯგუფი
ესპანეთი _ ჩეხეთი 60:39 (18:7, 15:18, 14:12, 13:2)
ჩემპიონატის მასპინძელთან წაგების შემდეგ, ესპანეთმა ხასიათი ჩეხებთან გამოისწორა, თუმცა ევროპის ჩემპიონებმა კარგი თამაში ვერ აჩვენეს. ესპანელები მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ. ორივე გუნდს შეტევებში დაბალი პროცენტული მაჩვენებელი ჰქონდათ. ხუან ორენგას შეგირდებმა, 42 ორქულიანიდან 16(!) გამოიყენეს, ხოლო სამქულიანებიდან, 26-დან მხოლოდ 6. ჩეხეთის ნაკრებს კი საერთოდ ძალიან დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა: 46 ორქულიანიდან 12, ხოლო 16 სამქულიანიდან 3 გამოიყენეს. ჩვენს ჯგუფში, ჯერჯერობით, ევროპის მოქმედი ჩემპიონები გალიდერდნენ და იმედი ვიქონიოთ, მათი ლიდერობა მეოთხე ტურამდე შენარჩუნდება.
ესპანეთი: რუდი ფერნანდესი (28წ. 14ქ. 8მ), მარკ გასოლი (31წ. 2ქ. 10მ. 2პ), რიკი რუბიო (24წ. 10ქ. 3მ. 3პ)
ჩეხეთი: ბარტონი (19წ. 5ქ. 12მ. 2პ), ვესელი (31წ. 7ქ. 14მ)
ხორვატია _ პოლონეთი 74:70 (24:12, 17:20, 21:17, 12:21)
საქართველოსთან დრამატული მატჩის შემდეგ, ხორვატიამ მეორე პრინციპულ მეტოქესაც მოუგო და შემდეგი ეტაპისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. მატჩის პირველი მეოთხედი რეპეშას შეგირდებმა 12 ქულით მოიგეს და როგორც შემდგომში აღმოჩნდა, მატჩის ბედიც გადაწყვიტეს. მართალია, პოლონელებმა ბოლო მეოთხედში გაიბრძოლეს და 9ქულიანი სხვაობით მოიგეს, თუმცა ეს, მატჩის მოგებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ხორვატიის ნაკრებმა ამ მოგებით, საქართველოს ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის შანსი შეუმცირა.
ხორვატია: ბოგდანოვიჩი (32წ. 23ქ. 6მ. 1პ), უკიჩი (30წ. 10ქ. 2მ. 6პ), სიმონი (30წ. 14ქ. 1მ. 6პ)
პოლონეთი: იგნერსკი (30წ. 22ქ. 12მ. 1პ), გორტატი (25წ. 14ქ. 4მ. 1პ), ზუბარგა (20წ. 14ქ. 1მ. 4პ)
D ჯგუფი
რუსეთი _ შვედეთი 62:81 (15:18, 14:16, 16:18, 17:29)
წინა ევროპირველობის ბრინჯაოს მედლის მფლობელმა რუსეთის ეროვნულმა ნაკრებმა, ჯგუფის აუდსაიტერთან 19 ქულიანი(!) სხვაობით წააგო. ყველასთვის მოულოდნელად, შვედებმა, კლასის და გამოცდილების მქონე ნაკრებთან, ისტორიულ გამარჯვებას მიაღწიეს. მესამე მეოთხედის ბოლოს, ბრედლი სკოტ დინის დამოძღვრილი გუნდი შვიდი ქულით იყო წინ და რუსებს ჯერ კიდევ ჰქონდათ გამოფხიზლების დრო. გამარჯვებულის ბედი ბოლო მეოთხედში გადაწყდა. ჩემპიონატის ერთ-ერთმა აუტსაიდერმა რუსები შოკში ჩააგდო და მეოთხედი 12 ქულიანი უპირატესონით მოიგო, ხოლო მატჩი _ 19 ქულიანი სხვაობით. კირილენკოს არყოფნაში, რუსეთმა ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო, ხოლო შვედებმა პირველი მატჩი მოიგეს.
რუსეთი: შვედი (31წ. 15ქ. 1მ), ანტონოვი (21წ. 13ქ. 3მ), ფრიდზონი (22წ. 7ქ. 4მ. 4პ)
შვედეთი: ტეილორი (38წ. 25ქ. 6მ. 4პ), იერებკო (31წ. 22ქ. 13მ. 2პ), გრანტი (14წ. 11ქ. 1მ. 1პ), გადეფორსი (22წ. 9ქ. 5მ. 2პ)
იტალია _ ფინეთი 62:44 (14:17, 17:9, 15:8, 16:10)
მეორე ტურის თავზე, ფინეთს და იტალიას ორ-ორი მოგება ჰქონდათ. დღევანდელ შეხვედრაში იტალიამ ფინეთს შანსი არ დაუტოვა და 18 ქულიანი უპირატესობით მოიგო. ესპანეთისა და ჩეხეთის მსგავსად, არც D ჯგუფის ლიდერებს წაუვიდათ სროლები. თურქეთთან მატჩში, არადორიმ და ბელინელმა ერთად 40 ქულა მიითვალეს, ფინეთთან კი 15(!). იტალიამ მატჩის მხოლოდ პირველი მეოთხედი დათმო (14:17). ამის შემდეგ, სიმონე პიანიგიანის კალათბურთელები მეოთხედიდან მეოთხედამდე ზრდიდნენ ანგარიშს და გამარჯვებასაც მიაღწიეს. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდის შემადგენლობიდან, 10-ქულიან ზღვარს მხოლოდ ერთი კალათბურთელი მიუახლოვდა (დატომე).
იტალია: დატომე (28წ. 10ქ. 8მ. 4პ), ბელინელი (30წ. 7ქ. 4მ), არადორი (8ქ. 3მ. 5პ)
ფინეთი: სალინი (28წ. 8ქ. 6მ), მოტოლა (18წ. 6ქ. 4მ)
გიორგი ბალახაძე
ევრობასკეტ-2013-ს წარმოგიდგენთ ონლაინ-ტოტალიზატორი TBILISIBET.COM და სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი Joma