კვიპროსული პრესის ცნობით, შესაძლოა, გოჩა ხოჯავამ ლარნაკას აეკ-ი დატოვოს. მიზეზი უცნობია. ხოჯავა ჯერჯერობით გუნდთან ერთადაა და ემზადება, მაგრამ თავად სურს წასვლა.
ერთ დროს პერსპექტიული ქართველი გამთამაშებელი ამ ზაფხულს გადავიდა ლარნაკას აეკ-ში. ბოლოს კი, კვიპროსზე წასვლამდე, გორის "დილაში" თამაშობდა.