ფეხბურთი

13:41 | 19.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხოჯავა და მარცვალაძე კვლავ ვერ თამაშობენ

 

რუსეთის პირველი დივიზიონის მე-3 ტურში, ნალჩიკის “სპარტაკმა”, სადაც დავით სირაძე გამოდის, სანკტ-პეტერბურგის “დინამოსთან” სტუმრად 0:0 ითამაშა. ნალჩიკური საფეხბურთო კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ქართველი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს. “სპარტაკს” 4 ქულა აქვს და 19 გუნდში მე-10 ადგილზეა.

ვლადიკავკაზის “ალანიამ”, რომელსაც ზაფხულში გოჩა ხოჯავამ და ოთარ მარცვალაძემ მიაშურეს, სტუმრად ნიჟნეკამსკის “ნეფტეხიმიკს” 2:1 მოუგო. ვლადიკავლაზელთა შორის ქართველებს არ უთამაშიათ, რადგან განაცხადში ჯერ ვერ შეიყვანეს. “ნეფტეხიმიკში” მერაბ ურიდია შეუცვლელად გაისარჯა.

ბერლინის “ჰერტამ” ამხანაგურ მატჩში კიოლნის “ვიქტორია” 2:0 დაამარცხა. ბერლინელთა რიგებში მოედანზე ლევან კობიაშვილი არ გამოჩენილა.


0.114939