ფეხბურთი

20:47 | 9.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხოაკინს “ბეტისში” დაბრუნება უნდა

ფლორენციის “ფიორენტინას” ესპანელი შემტევი ხოაკინ სანჩესი მშობლიურ კლუბში, “ბეტისში” დაბრუნების სურვილს გამოთქვამს.

“დაბრუნება კარგი იქნებოდა. ამ ქალაქში ვუყვარვარ და მსიამოვნებს, როდესაც ქუჩაში ადამიანები მაჩერებენ და მეკთიხებიან, როდის დავბრუნდები.

ამის მიუხედავად, ჩემი ფიქრები “ფიორენტინას” უკავშირდება. კლუბთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით მაკავშირებს და წამოსვლა ადვილი არ იქნება.

უახლოეს მომავალში “ბეტისში” დაბრუნება გამახარებდა. თუ ასეთი შემოთავაზება იქნება, მას აუცილებლად განვიხილავ.” – ციტირებს ხოაკინის სიტყვებს Estadio Deportivo.

ხოაკინ სანჩესი “ბეტისის” სკოლის აღზრდილია. სევილიელთა პირველ გუნდში ის 2000-2006 წლებში თამაშობდა.

0.117159