“მალაგას” ნახევარმცველმა ხოაკინ სანჩესმა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში მსაჯის მიერ დაშვებული შეცდომების გამო უეფას ხელმძღვანელობა და პრეზიდენტი მიშელ პლატინი გააკრიტიკა:
“ეჭვი უეფაში მომუშავე ხალხზე გვაქვს და რა თქმა უნდა, პირადად მიშელ პლატინიზეც. ცუდია, რომ მათ არ სურთ “მალაგას” დარი გუნდის ასე წინ წასვლა. ჩვენ რომ მადრიდის “რეალი” ვიყოთ, ასე ნამდვილად ვერ მოგვექცეოდნენ, მაგრამ “მალაგა” ვართ და ამ პატარა კლუბის დაჩაგვრა გაცილებით ადვილია”.
“მალაგა” ჩემპიონთა ლიგას წუხელ, დორტმუნდის “ბორუსიასთან” წაგების (2:3) შედეგად გამოეთიშა და ესპანური კლუბის წარმომადგენლების მტკიცებით, მარცხი ცუდი მსაჯობის გამო იწვნიეს.