წლევანდელ უიმბლდონზე ქალთა ერთეულთა თანრიგში მეხუთე ნომრად განთესილი იტალიელი სარა ერანის საპირველწრეო მარცხი სენსაციად მოვნათლეთ, ოდნავ მოგვიანებით კი სასტარტო დღის კიდევ უფრო დიდი მოულოდნელობა მოხდა – შეჯიბრებას რაფა ნადალი პირველსავე დღეს დაემშვიდობა. საფრანგეთის ღია პირველობის ტრიუმფატორ მალიორკელს ბელგიელმა სტივ დარსიმ 7:6 (7:4), 7:6 (10:8), 6:4 მოუგო.
წლევანდელ ტურნირზე მეხუთე ნომრად განთესილმა ნადალმა ზედიზედ 3 სეტი დაუთმო 29 წლის ბელგიელს. მატჩი 2 საათსა და 5 წუთს გაგრძელდა. რეიტინგსიის 135-ე ნომერმა დარსიმ 13 ეისი შეასრულა და მეორე ეტაპზე პოლონელ ლუკაშ კუბოტს შეხვდება.
შეგახსენებთ, შარშანდელ უიმბლდონზე რაფა ნადალი ასპარეზობას მეორე წრიდან გამოეთიშა, როდესაც ჩეხ ლუკაშ როსოლთან დამარცხდა.
როჯერ ფედერერის მსგავსად მეორე წრეში გავიდა შოტლანდიელი ენდი მარეი. მან 6:4, 6:3, 6:2 მოუგო გერმანელ ბენჯამინ ბეკერს. ბრიტანულ-ალემანურმა პაექრობამ თითქმის 2 საათს გასტანა, მარეის ანგარიშზე 5 რეიკიდა 11 ეისია.
შეგახსენებთ, შარშანდელ უიმბლდონზე ფინალში ენდი მარეი როჯერ ფედერერს შეხვდა და ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი შოტლანდიელი შვეიცარიელთან დამარცხდა.