ფეხბურთი

20:11 | 9.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხიზანიშვილის გუნდი ისევ ცხრილის ფსკერზეა

 

თურქულ სუპერლიგაში მორიგი მარცხი განიცადა ზურაბ ხიზანიშვილის "ქაისერისფორმა". ანატოლიურმა კლუბმა გასვლაზე 0:3 წააგო "ელაზიგსფორთან" და ბოლო ადგილზეა. ქართველმა მცველმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

არადა, "ქაისერისფორმა" შარშან კარგი სეზონი ჩაატარა და ცოტა დააკლდა ევროპის ლიგის საგზურამდე.

აზერბაიჯანში გიორგი ჩიხრაძის გაწვრთნილმა "სიმურგმა" შინ 0:1 წააგო "ბაკისთან" და მეშვიდე ადგილზეა. ჩიხრაძემ ნამატჩევს თქვა, თამაშიდან გამომდინარე, ფრე უფრო კანონზომიერი შედეგი იქნებოდაო.

0.067751