“ქაისერისფორი”, სადაც ზურაბ ხიზანიშვილი გამოდის, თურქეთის თასის გათამაშებას გამოეთიშა.
“ქაისერი” სტუმრად მე-2 ლიგის “თოქათსფორთან” 0:1 დამარცხდა. მასპინძლებმა გამარჯვების გოლი მე-19 წუთზე გაიტანეს და მისი ავტორი რეჩეპ იასარი აღმოჩნდა. ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 53-ე წუთზე ჩაერთო. “ქაისერმა” მატჩი 10 კაცით დაასრულა, რადგან 61-ე წუთზე მე-2 ყვითელი ბარათის მიღების გამო, მოედნიდან ოქაი იოქუშლუ გააძევეს.
“ქაისერს” საქმე კარგად არც თურქეთის სუპერლიგაში მისდის და 11 ქულით 18 გუნდს შორის მე-17 ადგილზე იმყოფება.